ზიდანი - მე არ მიმიცია მითითებები, თუ როგორ უნდა ეთამაშათ სალაჰთან
ზიდანი - მე არ მიმიცია მითითებები, თუ როგორ უნდა ეთამაშათ სალაჰთან

„რეალ მადრიდის” ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიოთა ლიგის ფინალში  „ლივერპულის” დამარცხება გაიხსენა (3:1). მან განაცხადა, რომ საერთოდ არ მიუცია მითითებები თავისი ფეხბურთელებისთვის, თუ როგორ უნდა გაენეიტრალებინათ სალაჰი.

„მივეცი თუ არა რამე განსაკუთრებული დავალებები ჩემს მცველებს? სრულიადაც არა. ჩვენ ყოველთვის ერთნაირად ვთამაშობდით ნებისმიერ გუნდთან. განვიხილავდით ინდივიდუალურად ყველა მოთამაშეს და მათ შესაძლებლობებს. მე არ მინდოდა, ზედმეტი ყურადღება გამემახვილებინა მოწინააღმდეგეზე, ვინაიდან ჩვენ პირველ რიგში ჩვენს თამაშზე ვფიქრობდით“, – აცხადებს ზიდანი, – „ჩვენი გეგმა განსხვავებული იყო. არ გამოგვიყენებია რომბი ცენტრში, როგორც ეს კარდიფში გავაკეთეთ. მე ვთხოვე ისკოს, მოედნის ცენტრისკენ შეწეულიყო და ჩვენ ვითამაშეთ ორი ფორვარდით. მოდრიჩს და კროსს დავავალე, მოწინააღმდეგის ნახევარზე ეთამაშათ ართმევაზე, რათა მოწინააღმდეგეს სივრცეები არ ჰქონოდა. კაზემიროს ევალებოდა ბალანსი ჩვენს მოედანზე და ნახევარმცველების დაზღვევა. მისთვის ის თამაში ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელისთვის“.