ზესტაფონში პორტირებულები - „აბაშიძე-არენაზე“ ელიგის გუნდები ითამაშებენ
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის საწყის ტურებში ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უჩვეულოდ დაიტვირთება.
ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ქობულეთის „შუქურა“ და წყალტუბოს „სამგურალი“ საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ჩაატარებენ.
წყალტუბოელები ზესტაფონში საწყის სამ შეხვედრას გამართავენ, ქობულეთელები კი ზესტაფონში მინიმუმ ზაფხულამდე, მესამე წრემდე დაიდებენ ბინას.
საქმე ისაა, რომ ორივე ამ კლუბის საშინაო სტადიონზე საფარის მოწესრიგებასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ მეორე ეტაპის სამუშაოები ტარდება, ხოლო „ჩელე-არენაზე“ საფარს ცვლიან.