თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე მოედნის საფარის განახლება მიმდინარეობს.
რამდენიმე წელია, რაც ეს მოედნები ძალიან დაიტვირთა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბს შორის არსებობს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ეროვნული ნაკრები ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის სწორედ “ზესტაფონის” ბაზაზე ემზადება.
გარდა ამისა, ბოლო წლებში ბაზაზე საწვრთნელი შეკრება არაერთმა ქართულმა, ირანულმა და აზერბაიჯანულმა გუნდმა გაიარა. ბაზაზე ემზადებოდნენ საქართველოს U21, U19 და U17 ნაკრებები, ასევე 2017 წლის ივნისში საქართველოში გამართული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის დროს – ირლანდია და ახალი ზელანდია.
არსებული ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით, კომპანია Lawns of Georgia-მ მოედნის საფარის განახლებასთან დაკავშირებული გეგმიური სამუშოები დაიწყო. ზესტაფონელთა საფეხბურთო კომპლექსში მომზადების სურვილს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი საკლუბო თუ სანაკრებო გუნდი ახლაც გამოთქვამს.
საინტერესოა, რომ ივნისში ამ მოედნებზე საზაფხულო “კემპს” ცნობილი იტალიური გრანდი, მილანის “ინტერი” გამართავს.