„ზენიტის“ მწვრთნელმა „რუბინიდან“ კვარაცხელია გამოარჩია - ის ძალიან კარგად გამოიყურება და შეტევებს ამწვავებს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია და ყაზანის „რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში რუსული ფეხბურთის ბოლო წლების ლიდერს, პეტერბურგის „ზენიტს“ შეხვდება. ნევისპირელთა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი სემაკმა მომავალი მატჩის შესახებ „მატჩ ტვ“-სთან ისაუბრა.
სემაკმა ყაზანელთა ძლიერ მხარეებზე ილაპარაკა და ყაზანელთა შემადგენლობიდან განსაკუთრებით საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.
„ეს არის გუნდი, რომელიც აგრესიულად თამაშობს და საკმაოდ სწრაფად უტევს. ძალიან კარგად გამოიყურება კვარაცხელია. ზოგადად, ყაზანური გუნდი საკმაოდ ბევრ მწვავე მომენტს ქმნის, განსაკუთრებით კი – კვარაცხელია. პლუს, გუნდში არის დესპოტოვიჩი, რომელიც ამ ჩემპიონატში საკმაოდ ბევრს იტანს. რაც შეეხება დაცვას, იქ არიან ფეხბურთელები, რომლებმაც მაღალ დონეზე ითამაშეს და ევროპული სტანდარტებითაც კი საკმაოდ კარგად გამოიყურებიან“, – განაცხადა სერგეი სემაკმა.
20 ტურის შემდეგ, პეტერბურგელებმა 42 ქულა დააგროვეს და რუსეთის ჩემპიონატს ლიდერობენ. ყაზანელები 31 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფებიან. ზენიტი-რუბინის შეხვედრა 8 მარტს გაიმართება.