ზედიზედ მესამე წაგება - არველაძის „ჰალ სიტი“ შინ დამარცხდა #1TVSPORT
შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ისევ დამარცხდა. გუნდმა საკუთარ სტადიონზე „სტოკ სიტის“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით წააგო – 0:3.
ჩემპიონშიპის მე-10 ტურის შეხვედრის გმირი „სტოკის“ შემტევი ნახევარმცველი ლუის ბეიკერი იყო, რომელმაც 25-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ტაიმის ბოლოს ბენ ვილმოტს ასისტენტობა გაუწია, ხოლო 64-ე წუთზე დუბლი შეასრულა.
„ჰალ სიტიმ“ სეზონი ჩინებულად დაიწყო და ლიდერობდა, მაგრამ ბოლო სამ შეხვედრაში დამარცხდა – გასვლაზე „ქუინზ პარკთან“ (1:3) და შინ „შეფილდ იუნაიტედთან“ (0:2), ახლა „სტოკთან“ ისევ საკუთარ სტადიონზე და საქმე საგრძნობლად გაირთულა.
არველაძის გუნდი ჩემპიონშიპში გამართული 10 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-15 ადგილზე დაქვეითდა. შემდეგ შეხვედრას „ჰალ სიტი“ 17 სექტემბერს გასვლაზე „სუონსისთან“ გამართავს.