ზედიზედ მესამე მარცხი - კიტეიშვილის გუნდმა მატჩი ცხრა კაცით დაასრულა
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ ავსტრიაში ბუნდესლიგის საუკეთესოთა ექვსეულში მოხვდა, სადაც წარუმატებლად თამაშობს.
მე-25 ტურში, „შტურმმა“ გათამაშების ლიდერ „ზალცბურგს“ უამსპინძლა და 1:5 განადგურდა. ოთარ კიტეიშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ „შტურმმა“ შეხვედრა კაცნაკლულმა დაასრულა. 24-ე წუთზე, როდესაც „ზალცბურგი“ 1:3-ს იგებდა, გრაცელთა მცველი ლუკას შპენდლჰოფერი მოედნიდან გააძევეს. 71-ე წუთზე კი, მეორე ყვითელი ბარათის გამო, მოედნის დატოვება მოუხდა ისააკ დონკორსაც და დარჩენილი წუთები მასპინძლებმა 9 მოთამაშით დაასრულეს.
25 ტურის შემდეგ, „შტურმი“ კვლავ 16 ქულის ამარა დარჩა და ფინალური ექვსეულის ცხრილის ბოლოშია. ლიდერი „ზალცბურგია“ (33 ქულა), ხოლო მეორე ადგილზე ვენის „რაპიდი“ დაწინაურდა (26 ქულა), რომელმაც „ვოლფსბერგერი“ (23 ქულა) ჩამოიტოვა.