ზედიზედ მეოთხე გოლი მესამე მატჩში - კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ ისევ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა და „ნაპოლი“ გასვლაზე „ატალანტასთან“ შეხვედრაში დააწინაურა.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა თავი 43-ე წუთზე გამოიჩინა – გუნდის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი ხვიჩამ კარში ზუსტი თავური დარტყმით გაგზავნა და ანგარიში გახსნა.
საერთოდ კი, ბოლო სამ მატჩში კვარაცხელიამ ოთხი გოლი გაიტანა – მანამდე ხვიჩამ ორი გოლით თავი საქართველოს ნაკრებში შოტლანდიასთან გამოიჩინა და ერთიც ესპანეთთან შეაგდო.