ზედიზედ მეორედ სიმბოლურ ნაკრებში - ილია ბერიაშვილი უნგრეთში ისევ დააფასეს #1TVSPORT
ილია ბერიაშვილი ზედიზედ მეორედ დაასახელეს უნგრეთის ჩემპიონატის (NB I) ტურის სიმბოლურ ნაკრებში – რჩეული თერთმეტეული პოპულარულმა გამოცემამ, csakfoci-მ შეარჩია.
უნგრეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში ქართველი ცენტრალური მცველის გუნდმა, ბუდაპეშტის მტკ-მ, გასვლით მატჩში „დიოშ გიორს“ 2:0 სძლია და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.
უნგრულმა გამოცემამ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მტკ-დან მხოლოდ ორი მოთმაშე დაასახელა – რჩეულებში, ბერიაშვილის გარდა, მისი თანაგუნდელი, ნახევარმცველი მარკ კოზნოვსკიც მოხვდა.
„ილია ბერიაშვილმა მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და საიმედო თამაშით გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა“, – ასე შეაფასა გამოცემამ ქართველი მცველის გამოსვლა.
შეგახსენებთ, რომ ბერიაშვილი წინა ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა და ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.