ზედიზედ მეორედ - კვარაცხელია რუსეთის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდაა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის 2020/21 სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელა. ამის შესახებ ტურნირის ოფიციალური გვერდი იუწყება.
„ხვიჩა კვარაცხელია კვლავ აღიარეს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. ამ ნომინაციაში გამარჯვებული გამოავლინეს რუსეთის პრემიერლიგის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა, რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა, ლიგის გუნდების კაპიტანებმა და ტელეკომპანია „მატჩ პრემიერის“ კომენტატორებმა – კვარაცხელია სეზონის გმირია“, – წერია რუსეთის პრემიერლიგის „ტვიტერის“ გვერდზე.
გასულ სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო 23 მატჩში, რომელშიც მან გაიტანა 4 გოლი, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, 6 მატჩში კი საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.