ზედიზედ მეორე MVP და საუკეთესო მაჩვენებელი - მამუკელაშვილის „ჰერდმა“ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ზედიზედ მეორე MVP და საუკეთესო მაჩვენებელი - მამუკელაშვილის „ჰერდმა“ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდმა“ NBA-ის G ლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და ამჯერად, დაძაბულ ბრძოლაში „ოსტინ ტოროს სპურსი“ 114-112 დაამარცხა.

სანდრო წინა შეხვედრის მსგავსად, სასტარტო შემადგენლობაში იყო, 35 წუთი ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეორედ გახდა. ამ დროში მან 18 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა 6-დან 1 სამქულიანი, 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. მისი +/- მაჩვენებელი ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო +15.

შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა და ბოლო მეოთხედამდე ვისკონსინელები მხოლოდ 5 ქულით იგებდნენ. მეოთხე მეოთხედის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა და გადამწყვეტი ლინდელ ვიგინტონის 1:27 წუთით ადრე ზუსტად შესრულებული 2 საჯარიმო აღმოჩნდა, რამაც „ჰერდს“ გამარჯვება მოუტანა.

ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მდგომარეობა არ შეცვლილა – „მილუოკი ბაქსის“ G ლიგის გუნდი 8 მოგებითა და 10 წაგებით ცენტრალურ დივიზიონში მე-7 ადგილზე იმყოფება.