ზედიზედ მეორე მატჩი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილმა „ხეტაფესთანაც“ ითამაშა #1TVSPORT
ზედიზედ მეორე მატჩი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილმა „ხეტაფესთანაც“ ითამაშა #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ ითამაშა – ამჯერად, ქართველმა „ხეტაფესთან“ გასვლითი მატჩი ჩაატარა. 21 წლის ფეხბურთელს თავის გამოსაჩენად მეტი დრო მისცა „ლევანტეს“ მწვრთნელმა, პაკო ლოპესმა, რომლის გუნდიც დამარცხდა. 

გიორგი ქოჩორაშვილი სათადარიგოებში იყო და ლოპესმა მოედანზე 71-ე წუთზე ხოსე ლუის მორალესის ნაცვლად შეუშვა. საერთაშორისო სტატისტიკურმა პორტალმა „სოპასქორმა“ ქართველის თამაში 6,6 ქულით შეაფასა.

შეხვედრა კი „ხეტაფემ“ 2:1 მოიგო. ანგარიში მე-13 წუთზე კარლეს ალენამ გახსნა, რომელიც 2016 წელს თბილისში გამართულ 19-წლამდელ ნაკრებთა ოთხთა ტურნირზე საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 30-ე წუთზე „ლევანტეს“ ნახევარმცველმა, გონსალო მელერომ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ტაკეფუსა კუბომ 84-ე წუთზე „ლევანტეს“ მეორედ გაუტანა და „ხეტაფემ“ 2:1 გაიმარჯვა.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „ლევანტეში“ მესამედ ითამაშა. გუნდი 40 ქულით მე-14 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ სამ მატჩში სამი ქულა სჭირდება.