ზედიზედ მეორე გოლი ესპანეთში - ჯინჯოლავამ „კადისის“ დუბლებში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ჯინჯოლავამ ესპანეთში, „კადისი ბ“-ის შემადგენლობაში მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა – „კორიასთან“ გოლი გაიტანა, მაგრამ მარცხისგან ვერ იხსნა.
„საბურთალოდან“ ესპანეთში გადასული 21 წლის მცველი სეგუნდა RFEF-ის IV ჯგუფის გუნდში თამაშობს და ლა ლიგის „კადისში“ დაწინაურებას იმედოვნებს. ჯინჯოლავა „კადისის“ რეზერვისტების გუნდში შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის გუნდმა 29-ე ტურის შეხვედრა „კორიასთან“ გასვლაზე ჩაატარა, 88-ე წუთზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2. მაგრამ „კადისმა“ ბოლო წუთზე მესამე გოლი გაუშვა და დასანანი მარცხი იწვნია – 2:3.
21 წლის ქართველმა მცველმა მიმდინარე სეზონზე 17 მატჩი ითამაშა (12 ძირითადში) და 3 გოლი გაიტანა, ბოლო ორ შეხვედრაში კი თავი ზედიზედ მეორედ გამოიჩინა. წინა ტურში ჯინჯოლავამ „მონტიხოს“ დამატებულ დროში გაუტანა და „კადისი ბ“ წაგებას გადაარჩინა – 2:2.
გიორგი ჯინჯოლავა საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ამჟამად კი ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეა, რომელიც 2023 წელს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.