თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.
როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, საქმის დეტალების გასაცნობად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ლადო ბოცვაძეს და გამომძიებლებს უნდა შეხვდეს. ზაზა სარალიძე შსს-ში მისი ინტერესების დამცველ ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივა.
„ზაფხულის შემდეგ, რაც საქმე გამოიყო, კონტაქტი არ ყოფილა. გავაგზავნეთ ოფიციალური წერილი, რა ღონისძიებები მიმდინარეობს. შსს-ში დაგვიბარეს და მივდივართ საქმის გასაცნობად. ანალოგიური წერილი გავაგზავნეთ პროკურატურაშიც, საიდანაც პასუხი არ მოგვსვლია“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
შეხვედრა შსს-ში 15:00 საათზე იგეგმება.