ზაზა ფაჩულიამ „დეტროიტში“ პირველი ცენტრის სტატუსის შანსი მიიღო
ზაზა ფაჩულიამ „დეტროიტში“ პირველი ცენტრის სტატუსის შანსი მიიღო

დეტროიტ პისტონზის“ ცენტრმა ანდრე დრამონდმა „მაიამისთან“ შეხვედრაში (98:93) ტრავმა მიიღო. მან მოედანი პირველ მეოთხედში, ჯეიმს ჯონსონსთან შეჯახების შემდეგ დატოვა. დრამონდს მეტოქის ფეხი მოხვდა და სახის ტრავმა მიიღო. „პისტონზის“ პირველი ცენტრი მოედანზე აღარ დაბრუნებულა.

დრამონდის ტრავმის შემდეგ, ამ სეზონში მისთვის სარეკორდო სათამაშო დრო მიიღო ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ. 28 წუთსა და 14 წამში მან 2 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა და დაფარება დააგროვა.
„ტორონტოს“ მთავარმა მწვრთნელმა დუეინ კეისიმ განაცხადა, რომ კვირას, სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა დრამონდის ტრავმის ხარისხი.

არ არის გამორიცხული, ფაჩულიამ გარკვეული დროის განმავლობაში „დეტროიტში“ პირველი ცენტრის სტატუსი მიიღოს.