მინი-ფეხბურთში ზაზა დარასელის თასის გამარჯვებული აფხაზეთის ტელევიზიის ნაკრები გახდა. ცნობილი ტელეჟურნალისტის და მეორე არხის ყოფილი დირექტორის ხსოვნის ტურნირი წლეულს ოცდამეერთედ გაიმართა და მასში, ტრადიციულად, ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მემორიალური ტურნირი გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის სპორტულ კომპლექსში მიმდინარეობდა.
ფინალში აფხაზეთის ტელევიზია (რომელიც ტურნირზე ოცდამეერთედ მონაწილეობდა) პოსტ-ტვ-ის შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.
გამარჯვებულებს და საუკეთესო მოთამაშეებს პრიზები ორგანიზატორებთან ერთად ზაზა დარასელის ოჯახის წევრებმა გადასცეს. ტურნირი ტარდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პატრონაჟით.