საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და „ბორჯღალოსნების“ ყოფილი ბურჯი ზაზა ბაკურაძე ტაგანროგული კლუბი „ბულავას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.
აქამდე კლუბის მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ვიაჩისლავ გრაჩევი ასრულებდა, ხოლო ბაკურაძე შერკინების მწვრთნელად მუშაობდა. ქართველი სპეციალისტის ასისტენტი „ბულავას“ ყოფილი მოთამაშე სერგეი კლეშნინი იქნება.
მწვრთნელების ახლად ჩამოყალიბებული ტანდემის დებიუტი 13 აგვისტოს, რუსეთის თასის მეოთხედფინალური დაპირისპირებისას შედგება, რომელშიც „ბულავა“ „ვვა-პადმასკოვიეს“ შეხვდება.
ტაგანროგული კლუბი რუსეთის „პრემიერლიგის“ ერთ-ერთ აუტსაიდერია. გუნდმა ჩემპიონატის დაწყებიდან შვიდ ტურში მხოლოდ ერთი მატჩის მოგება მოახერხა და ათგუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს.