ზაურ მახარაძე „დნიპროში“ გადავიდა - ქართველმა ახალ გუნდში მისვლა სიმღერით აღნიშნა
26 წლის ქართველი მეკარე ზაურ მახარაძე ლუგანსკის „ზორიადან“ „დნიპროში“ გადავიდა – ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდია ადასტურებს.
უკრაინაში გაზრდილ 26 წლის ქართველ მეკარესთან (რომელმაც საქართველოს პასპორტი 2018 წელს მიიღო) „დნიპრომ“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
„ბოლო პერიოდში ჩემს კარიერაში გაურკვევლობა იყო. საბოლოოდ „დნიპროს“ შემოთავაზება მივიღე და საკმაოდ სწრაფად დავთანხმდი“, – განაცხადა მახარაძემ „დნიპროს“ პრესსამსახურთან ინტერვიუში.
ზაურმა გუნდში გამოცხადებისას ტრადიციული სახალისო რიტუალი შეასრულა. ზოგიერთ გუნდში მოთამაშეს კორიდორში ატარებენ, უკრაინულ გუნდში კი ტრადიცია სიმღერის შესრულებაა – „დნიპროს“ ქართველმა მეკარემ გუნდელებისგან ტაში დაიმსახურა.