ზარიამ ეფექტური საჯარიმოებით დუბლი შეასრულა - ყაზახეთის ლიგის თასისთვის ფანცულაია და თევზაძე იბრძოლებენ [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი ზარიამ ყაზახეთის ლიგის თასის განმეორებით შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ალმაატის „კაირატს“ გიორგი ფანცულაიას და ზურაბ თევაძის „ჟენისის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:0. თუმცა, ალმაატელები პენალტების სერიაში დამარცხდნენ და ფინალში ვერ გავიდნენ.
ყაზახეთის ლიგის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი „ჟენისმა“ 2:0 მოიგო. ერთ-ერთი გოლი ფანცულაიამ გაიტანა. მეორე მატჩი ლუკა გარდანმა გამოტოვა, გიორგი ზარია კი „კაირატის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. „ჟენისის“ სასტარტო თერთმეტეულში კი თევზაძე და ფანცულაია გამოჩდნენ.
ზარია რომ შესანიშნავ ფორმაშია, ამ მატჩშიც დაამტკიცა. მან ორი ულამაზესი გოლი გაიტანა და ორივე საჯარიმო დარტყმით – პირველად 32-ე წუთზე მეკარეს მარცხენა „ცხრიანში“ დაურტყა, 53-ე წუთზე კი – მარჯვენა ზედა კუთხეში. სულ ზარიამ ბოლო 2 მატჩში თავი 3-ჯერ გამოიჩინა.
პენალტების სერიაში ორივე გუნდში პირველი დარტყმა ქართველებმა, ზარიამ და თევაძემ შეასრულეს და ორივემ ზუსტად – საბოლოოდ, „ჟენისმა“ 3:2 მოიგო და ლიგის თასის ფინალში გავიდა, სადაც 24 ნოემბერს „ასტანას“ დაუპირისპირდება.