ესტონეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის 17 მოთამაშე შეარჩია, რომელთაგანაც ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებენ. მათ შორის მოხვდა ზაქარია ბეგლარიშვილი.
27 წლის ქართველმა ნაევარცველმა გასულ ჩემპიონატში ჩატარებულ 35 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. ამას გარდა, 23 საგოლე პასი მიითვალა, რაც ლიგაში პირველი მაჩვენებელია და სეზონის საუკეთესო ასისტენტი გახდა.
ყოველწლიური გამოკითხვაში ესტონეთის უმაღლესი ლიგის კლუბების მთავარი მწვრთნელები მონაწილეობენ. ბეგლარიშვილთან ერთად, ნომინანტებში ჩემპიონ “ფლორას” კიდევ ოთხი მოთამაშე მოხვდა, შედეგებს კი 10 რიცხვში გამოაცხადებენ.
წელს, ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონი მეოთხედ გახდა. შეგახსენებთ, რომ მას შემოდგომაზე ესტონეთის მოქალაქეობის მიღება და ეროვნულ ნაკრებში თამაში შესთავაზეს.