ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთში საუკეთესოა
ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთში საუკეთესოა

ესტონეთის ჩემპიონატში ცხრა ტური ჩატარდა და საწყისი ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს. გამორჩეული ტალინის “ფლორას” ქართველი შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი აღმოჩნდა.

ესტონეთში საუკეთესოს გამოვლენა კომპიუტერულ პროგრამა “ინსტატ ინდექსს” მიანდეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ლიგაში შარშან გამოიყენებოდა. პროგრამა ყველაზე სასარგებლო მოთამაშე სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით ადგენს.

საუკეთესო ბომბარდირებში ბეგლარიშვილი 6 გოლით მე-4 ადგილზეა, 8 საგოლე გადაცემით კი პირველია. “ინსტატ ინდექსის” მონაცემების შეჯამების შედეგად საუკეთესო მაჩვენებლები ქართველს აღმოჩნდა – ის ესტონეთის ნაკრებისა და ჩემპიონატის ლიდერ “ლევადიას” შემტევს, დიმიტრი კრუგლოვს უსწრებს.

27 წლის ქართველი ესტონეთის პასპორტს ზაფხულში მიიღებს და დიდი ალბათობით, ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.