ტალინის „ფლორას“ ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქეობის მიღებას შეეცდება, იტყობინება ამ ბალტიისპირული ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთში რვა წლის წინ გადავიდა და საფეხბურთო კლუბ „ფლორაში“ ჩაირიცხა. ქართველი ნახევარმცველი ნოემბერში გამოცდებს ჩააბარებს და ესტონეთის მოქალაქეობის მიღებას შეეცდება.
ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ 11 ნოემბერს ესტონური ენის ცოდნაში B1 დონეს ჩააბარებს, 12 ნოემბერს კი გამოცდიან, რამდენადაა გარკვეული ქვეყნის კანონში კონსტიტუციისა და მოქალაქეობის შესახებ.
შედეგად, ბეგლარიშვილი იმედოვნებს, რომ ესტონეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში ითამაშებს. 27 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრებში მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს, ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშა.
„საინტერესო ფეხბურთელია და მომხიბლავი ვარიანტია ესტონეთის ეროვნული ნაკრებისთვის. ძალიან შემოქმედებითი და ნიჭიერი მოთამაშეა, რომლის მსგავსიც ესტონეთში თითქმის არ მეგულება“ – განაცხადა ესტონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ რეიმმა.