„ზამთრის თასზე” ფიფას ნაკრები პირველად ითამაშებს

15:37, 06.01.2019

11-13 იანვარს, თბილისში ტრადიციადქცეული „ზამთრის თასი“ გაიმართება. დარბაზის ფეხბურთის სამდღიან საახალწლო ფესტივალს, 13 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლეგენდების ტურნირი დაასრულებს.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალიურმა გვერდმა ლეგენდების ტურნირის მონაწილე გუნდები დაასახელა: 
წელს, პირველად, ზამთრის თასზე ფიფას გუნდი ითამაშებს – მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისა და საქართველოს გარდა, თბილისში მთავარი პრიზის მოსაპოვებლად იბრძოლებენ უეფას, ესპანეთის, უკრაინისა და თურქეთის ვეტერანთა ნაკრებები. 

გუნდები 2 სამგუნდიან ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

ა ჯგუფი – საქართველო, ფიფა, თურქეთი

ბ ჯგუფი – უეფა, ესპანეთი, უკრაინა

საქართველო 13 იანვარს ჯერ თურქეთს შეხვდება, შემდეგ ფიფას ნაკრებს. ფინალი 19:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი