ზამთრის თასი 2020 - საუკეთესოდ იაშვილი აღიარეს
ზამთრის თასი 2020 - საუკეთესოდ იაშვილი აღიარეს
ალექსანდრე იაშვილი ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში დასრულებული დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
 
ლეგენდების ტურნირის მთავარი პრიზის მფლობელი უკრაინელ ვეტერანთა ნაკრები გახდა, რომელმაც საქართველო 1:0 დაამარცხა. ფინალის შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა – ლეგენდათა ტურნირის გამარჯვებულმა თასი ჩაიბარა, ხოლო გამორჩეულმა მოთამაშეებმა – კუთვნილი ჯილდოები.
მანამდე ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ლაშა სალუქვაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ალან ჟირესს ზამთრის თასის სპეციალური პრიზი გადასცა.
უკრაინელი ვიტალი რევა ლეგენდათა ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს – მას ჯილდო სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა.
ლეგენდებში საუკეთესო ბომბარდირი ოთხი გოლით გეორგიოს კარაგუნისი გახდა, რომელიც ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დააჯილდოვა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ალექსანდრე იაშვილი დააასახელეს, რომელსაც ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადასცა. აღსანიშნავია, რომ ეს იანვარში იაშვილის მიერ მოპოვებული მეორე ანალოგიური პრიზია – ქართველი ვეტერანი საუკეთესო მოთამაშედ 12 იანვარს ბერლინში დასრულებულ ლეგენდების თასზეც აღიარეს.