ზამთრის სატრანსფერო ბაზარი – 9 იანვრის მიმოხილვა
შემდგარი ტრანსფერები
* “შტუტგარტისა” და საფრანგეთის ნაკრების მცველი ბენჟამენ პავარი მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს კარიერას, – იტყობინება გერმანიის ჩემპიონის ოფიციალური “ტვიტერი”. ინფორმაცია დაადასტურა “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი თავის ახალ გუნდს 2019 წლის 1 ივლისს შეუერთდება და ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ტრანსფერის თანხა ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.
* “სელტიკმა” შეიძინა 21 წლის ფორვარდი იუსუფა ბაიო კოტ დ’ივუარიდან. „დეილი რეკორდი“ წერს, რომ გლაზგოური კლუბი სლოვაკურ „დაკს“ 2.23 მილიონ ევროს გადაუხდის.
* სტივენ ცუბერი იჯარით “ჰოფენჰაიმიდან” “შტუტგარტში” გადავიდა.
* სლოვენიელი ნახევარმცველი ვალტერ ბირსა “კიევოდან” “კალიარიდან” გადავიდა და 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
ჭორები
* „ფრანს ფუტბოლმა“ დაადასტურა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” მცველის კალიდუ კულიბალის შეძენა, მაგრამ “ნაპოლი” ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებებს 100 მილიონი ევროდან დაიწყებს.
* გონსალო იგუაინი, რომელზეც უფლებები “იუვენტუსს” გააჩნია, ახლოს არის “ჩელსიში” გადასვლასთან. როგორც ესპანური „მარკა“ წერს, გარიგება უახლოეს საათებში შედგება. ამ მომენტისთვის იგუაინი “მილანში” თამაშობს, მაგრამ ამ გუნდისგან განსხვავებით, “ჩელსი” მზად არის გამოისყიდოს ფორვარდი “იუვენტუსისგან” იმ 40 მილიონ ევროდ, რომელსაც ტურინელები ითხოვენ და გადაუხადოს წელიწადში ხელფასი 8 მილიონი ევროს ოდენობით.
* „ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, პაულო დიბალაზე სამ პრეტენდენტს – “მანჩესტერ სიტის”, “ბაიერნსა” და “პარი სენ-ჟერმენს” დაემატა “მანჩესტერ იუნაიტედი”. “იუვენტუსი” არგენტინელს ზამთარში არ გამოეთხოვება, ზაფხულში კი მოლაპარაკებებს დაიწყებს 100 მილიონი ევროდან.
* ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი წერს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” 60 მილიონი ევრო შესთავაზა მილან შკრინიარში, მაგრამ “ინტერს” უნდა მინიმუმ 90 მილიონი.
* გერმანული „ბილდი“ აცხადებს, რომ ტორგან აზარი შეიძლება “დორტმუნდში” აღმოჩნდეს. “გლადბახს” ბელგიელის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო უნდა.
* მატიას დე ლიგტმა განაცხადა, რომ ნამდვილად არ დატოვებს “აიაქსს” ზამთარში: “ფანებს შეუძლიათ არ ინერვიულონ, ყველას გვინდა ტიტული და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.
* რადიო „კადენა კოპე“ ასევე წერს, რომ სანტიაგო სოლარი ამ სეზონის ბოლომდე იმუშავებს მადრიდის “რეალში”, აგრეთვე, ბრაიმ დიასის გარდა, ამ ზამთარს არავის შეიძენს.
* „ი-ეს-პი-ენი“ წერს, რომ „იუვენტუსი“ თავისკენ ექაჩება ჟორდი ალბას „ბარსელონადან“. ტურინული კლუბის მენეჯერები უკვე დაუკავშირდნენ ალბას აგენტს, რათა დაარწმუნონ მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს იტალიაში.
* გაზეთი „მარკა“ წერს, რომ „დორტმუნდმა“ დაუმიზნა „ბოკა ხუნიორსის“ ცენტრალურ მცველს ლეონარდო ბალერდის. არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების წევრში გერმანელები 15 მილიონ ევროს იხდიან.
* დიეგო სიმეონე ახლოს არის „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტის გაგრძელებასთან. მისი და და აგენტი ნატალია სიმეონე უკვე მადრიდშია და აგვარებს ახალი ხეშეკრულების საკითხს, რომელიც 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
* პოლონური რესურსი „პჟეგლად სპორტოვი“ წერს, რომ „დორტმუნდის“ ყოფილი ვარსკვლავი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი “ვისლას” ვარჯიშზე შენიშნეს. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მზად არის უფასოდ ითამაშოს კლუბში, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს.
* „კადენა კოპე“ იტყობინება, რომ ალვარო მორატასთვის ბრძოლაში, მოულოდნელად, მადრიდის “ატლეტიკო” ჩაება. აქამდე, ესპანელის გადაბირებაზე ყველაზე რეალური კანდიდატი “სევილია” იყო.
* “აინტრახტის” 21 წლის ფორვარდი ლუკა იოვიჩი “ბარსელონას” ძირითადი სატრანსფერო სამიზნე გახდა ლუის სუარესის პოზიციაზე. ამის შესახებ დაწერა „მუნდო დეპორტივომ“.