შემდგარი ტრანსფერები
* ალვარო მორატა ოფიციალურად გადავიდა ჩელსიდან ატლეტიკოში. კლუბებმა 18-თვიან იჯარას მოაწერეს ხელი. გარიგება ითვალისწინებს 53 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებას.
* ესპანიოლმა შეიძინა ჩინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. შანხაი ტელეისის 27 წლის ნახევარმცველმა ვუ ლეიმ გასულ წელს, 29 მატჩში 27 გოლი გაიტანა. ესპანურმა კლუბმა ჩინელს 2022 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი.
* მუსა სოუ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა თურქულ გაზიანთეფში.
* პოლონური გურნიკის ნახევარმცველი შიმონ ჟურკოვსკი ფიორენტინაში გადავიდა. ფლორენციელებმა მოუგეს კონკურენცია ჯენოასა და იუვენტუსს. გურნიკმა 3.7 მილიონი ევრო მიიღო.
ჭორები
* ინტერი და მილანი იბრძვიან ჩინური დალიან იფანის ნახევარმცველ იანიკ კარასკოსთვის. უფრო ახლოს გარიგებასთან ინტერია. მან შეიძლება ტრანსფერში ჩართოს ნახევარმცველი ანტონიო კანდრევა, რომელსაც ამ სეზონში თითქმის არ უწევს თამაში. კარასკო ჩინეთში ერთი წლის წინ, 30 მილიონ ევროდ გადავიდა.
* პარალელურად, ინტერი პრეტენზიას აცხადებს არსენალის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელზე მესუთ იოზილზე. ამასთან, იტალიური მხარი ითხოვს, რომ გარიგების შემთხვევაში, ლონდონელებმა გერმანელის ხელფასის ნახევარი გადაიხადონ. იოზილი კვირაში დაახლოებით 400 ათას ევროს იღებს.
* მანჩესტერ სიტი დაინტერესებულია სებასტიან რუდით შალკედან. გერმანული კლუბი მინიმუმ 38 მილიონ ევროს ითხოვს ნახევარმცველში.
* შინჯი კაგავამ ღიად განაცხადა, რომ დორტმუნდის დატოვება უნდა. „დღეს, ჩემთვის მნიშვნელოვანია კლუბის შეცვლა და ახალი გამოწვევის მიღება. მითამაშია გერმანიაში, ინგლისში, ახლა ესპანეთზე ვფიქრობ. არ მინდა ისე დავასრულო კარიერა, რომ იქ არ ვითამაშო“, – განაცხადა კაგავამ „ფუტბოლ ესპანიასთვის“ (Football España).
* პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ უარყო ტოტენჰემის წინადადება. ფრანგს ლივერპულში გადასვლა სურს.
* ანტონიო ვალენსიამ, შესაძლოა, ოლდ ტრაფორდი დატოვოს. ნიუკასლი და ფულჰემი არიან დაინტერესებულები მისი გადაბირებით.
* ოლივიე ჟირუმ აღიარა, რომ მისი კარიერა ჩელსიში დასასრულს მიუახლოვდა. „რადგან კლუბმა დაიმატა ისეთი ფორვარდი, როგორიც იგუაინია. ეს ნიშნავს, რომ ჩემი მომავალი ბუნდოვანი გახდა. არასოდეს მითქვამს უარი საფრანგეთში დაბრუნებაზე. ლიონი და მარსელი დიდი კლუბებია, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი პრემიერლიგაა, – მოჰყავს ჟირუს სიტყვები „მირორს“.
* იაროსლავ რაკიცკი ორ დღეში გააფორმებს კონტრაქტს ზენიტთან 3.5 წლით.
* იბრაჰიმ აფელაიმ გააუქმა კონტრაქტი სტოკთან ორმხრივი შეთანხმებით. 32 წლის ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულებით კიდევ ნახევარი წელი ჰქონდა, მაგრამ გადაწყვიტა უკვე ახლა ეძებოს ახალი კლუბი.
* მანჩესტერ იუნაიტედი აკვირდება ეინდჰოვენის ნახევარმცველს სტივენ ბერგვაინს.
* უკრაინის ნაკრებისა და კარპატის ნახევარმცველი მარიან შვედი სელტიკში გადავა. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და მალე გააფორმებს კონტრაქტს. (Sky Sports)
* ლესტერისა და მილანის შემდეგ, იური ტილემანსით დაინტერესდნენ მანჩესტერ იუნაიტედი და ბარსელონა. ინგლისელები და ესპანელები განიხილავენ ბელგიელის შეძენის ვარიანტებს.
* ინტერმა მოლაპარაკებები დაიწყო ანტონიო კონტესთან. მას ელოდებიან ზაფხულში, როცა გაანთავისუფლებენ ლუჩანო სპალეტის.
* ჩელსიმ უარი უთხრა ბაიერნს კალუმ ჰადსონ-ოდოის ტრანსფერზე. იანვარში გარიგება გამორიცხულია, ზაფხულში – შესაძლებელია.