შემდგარი ტრანსფერები
* “ბარსელონამ” გამოაცხადა “აიაქსის” ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შესახებ. ჰოლანდიელი კატალონიაში 2019 წლის ზაფხულში გადავა. დე იონგის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.
* “მარსელმა” გამოაცხადა მარიო ბალოტელის ტრანსფერის შესახებ. იტალიელი “ნიცადან” იჯარით გადავიდა ახალ კლუბში და იქ სეზონის ბოლომდე დარჩება. მარტო ამ გადასვლისთვის ბალოტელი ოთხ მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, გამოიმუშავებს 1.4 მილიონს ბონუსის სახით, თუ ზაფხულამდე 10 გოლი გაიტანს და სკანდალში არ გაეხვევა.
* 31 წლის არგენტინელი გონსალო იგუაინი იჯარით “ჩელსიში” გადავიდა. ის ლონდონურ გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს. წელს, იგუაინმა “მილანში” 15 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.
* “რედინგმა” სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა “არსენალის” მეკარე ემილიანო მარტინესი.
* “შახტარმა” კონტრაქტი გააფორმა “ალექსანდრიას” ცენტრალურ მცველთან ვალერი ბონდარენკოსთან. ხელშეკრულება ხუთი წელი იქნება ძალაში. ბონდარენკო შეცვლის იაროსლავ რაკიცკის, რომელიც “ზენიტში” გადადის.
ჭორები
* “იუვენტუსის” ფორვარდი პაულო დიბალა “რეალის” მთავარი სამიზნეა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე. მადრიდელები უკვე ამზადებენ 102 მილიონ ევროს 25 წლის არგენტინელისთვის.
იდრის გუეიე ერთ ნაბიჯშია “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან. “ევერტონი” 40 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა, უფრო რეალური თანხა – 25 მილიონია. პარიზელები მზად არის გააფორმონ ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” დაბლოკა ნებისმიერი მოლაპარაკებები “არსენალთან” ერიკ ბაისთან დაკავშირებით. ლონდონელებს მცველის იჯარით აყვანა უნდოდათ.
“რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ებრძვიან ერთმანეთს “პორტუს” ფეხბურთელის ედერის გამო. ინგლისელებს იმედი აქვს, რომ ედერს ზაფხულში 48 მილიონ ევროდ გამოისყიდიან. ჯერი მადრიდელებზეა.
* ალვარო მორატა სამედიცინო შემოწმებას გაივლის “ატლეტიკოში”. მადრიდელები იჯარით აიყვანენ ესპანელს და მისი 55 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნებათ. (Daily Mail)
* ალანი უკვე მზად არის “პარი სენ-ჟერმენში” გადასასვლელად. “ნაპოლი” მოთამაშისთვის 120 მილიონს ითხოვს, პარიზელები 80 მილიონს იხდიან.
* მარსელომ განუცხადა ფლორენტინო პერესს, რომ “რეალის” დატოვება უნდა. ბრაზილიელი დათანხმდა კრიშტიანო რონალდოს რჩევას იტალიაში გადასვლასთან დაკავშირებით. მარსელომ უთხრა პერესს, რომ თუ “იუვენტუსი” წინადადებით მიმართავს, მას სურს ამ შანსის გამოყენება.
* “ინტერი” გაყიდის ივან პერიშიჩს 40 მილიონ ევროდ. ხორვატით დაინტერესებულნი არიან “ატლეტიკო” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.
* “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტს შეხვდა. პარიზული კლუბი უკვე განიხილავს თომას ტუხელის შეცვლის ვარიანტებს, თუ გუნდი ვერ გავა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.
* “მანჩესტერ სიტი” პრეტენზიას აცხადებს “აიაქსის” ცენტრალურ მცველზე მატეის დე ლიგტზე. პეპ გვარდიოლას გუნდის კონკურენტები არიან “რეალი”, “ბარსელონა” და პსჟ.
* “რომა” მთავარი პრეტენდენტია “ბრეშიას” 18 წლის ნახევარმცველ სანდრო ტონალიზე, რომელსაც ახალ პირლოს ეძახიან. რომაელებმა აჯობეს “იუვენტუსს”, “მილანს”, “ჩელსის”, “ინტერსა” და “არსენალს”.
* მხოლოდ “ბაიერნს” არ სურს “ჩელსის” ნახევარმცველის კალუმ ჰადსონ-ოდოის გადაბირება. “ლივერპული” ჩაერთო 18 წლის ბიჭისთვის ბრძოლაში და მხარეებმა მოლაპარაკებებიც გამართეს. კალუმის კონტრაქტი “ჩელსისთან” კიდევ წელიწადნახევარია ძალაში.
* “პარი სენ-ჟერმენმა”, შესაძლოა, შემადგენლობა ევროპის ჩემპიონით შეავსოს. პარიზელებმა მოლაპარაკებები დაიწყეს “ბაიერნთან” რენატო სანჩესთან დაკავშირებით.
* მაურო იკარდი მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს “ინტერთან”. მილანელთა კაპიტნის ხელფასი წელიწადში შვიდ მილიონამდე გაიზრდება.
* ჩაიშალა დენის სუარესის გადასვლა “არსენალში”. ლონდონელებს სურდათ იჯარა გამოსყიდვის უფლებით, “ბარსელონას” – აუცილებელი გამოსყიდვა 20-25 მილიონად. (ESPN)
* “ტოტენჰემმა” იპოვნა ჰარი კეინის შემცვლელი. ლონდონელები იმედოვნებენ, რომ ტრავმირებულ ფორვარდს “ბარსელონადან” მალკომით შეცვლიან.
* ლეანდრო პარედესი სულ მალე “პარი სენ-ჟერმენში” აღმოჩნდება. არგენტინელი უკვე პარიზშია და კონტრაქტის გაფორმებისთვის მზადაა. “ზენიტი” 45 მილიონ ევროს მიიღებს.