ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 17 იანვრის მიმოხილვა
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 17 იანვრის მიმოხილვა

შემდგარი ტრანსფერები
* „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი მუსა დემბელე ინგლისიდან ჩინეთში გადავიდა. „გუანგჯოუ ფულიმ“ ბელგიელში 11 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. დემბელე სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამში 30 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
* „ლიდსმა“ შეიძინა “რეალის” მესამე მეკარე კიკო კასილია. ესპანელმა ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და 33-ე ნომერი აირჩია.
* „მანჩესტერ სიტიმ“ „ჰაიდუკიდან“ იჯარით აიყვანა 18 წლის ნახევარმცველი ანტე პალავერსუ. მასში შვიდი მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ჭორები
* ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ აარონ რემზიმ გაიარა სამედიცინო შემოწმება „იუვენტუსისთვის“ და უკვე კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. უელსელი იტალიაში 2019 წლის ზაფხულში გადავა.
* „ტოტენჰემი“ აპირებს ტრავმირებული ჰარი კეინი ლივერპულელი დივოკ ორიჯით შეცვალოს. ლონდონელებს მხოლოდ სეზონის ბოლომდე იჯარა სურთ.
* „ბარსელონა“ და „ჩელსი“ შეებრძოლებიან „რეალს“ „ტოტენჰემის“ ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენისთვის. დანიელს ლონდონის დატოვება უნდა და ვარიანტები მრავლად აქვს.
* „ლივერპულს“ ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება სურს. ბრაზილიელი არ არის კმაყოფილი იმ სათამაშო დროით, რომელსაც მას ვალვერდე აძლევს. ინგლისური კლუბი სიტუაციით სარგებლობას აპირებს.
* მალკომს მობეზრდა „ბარსელონას“ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა. ბრაზილიელი კლუბის დატოვებას აპირებს ტრანსფერიდან ნახევარი წლის თავზე. „ტოტენჰემმა“ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები.
* გონსალო იგუაინი სულ უფრო ახლოსაა „ჩელსისთან“. „იუვენტუსმა“ და ლონდონურმა კლუბმა შეათანხმეს სეზონის ბოლომდე იჯარის პირობები.
* „არსენალი“ აპირებს სამი მილიონი ევრო გადაუხადოს „რეალს“ ხამეს როდრიგესის იჯარაში. „ბაიერნი“ და „რეალი“ ჯერ ფიქრობენ.
* კშიშტოფ პიონტეკმა შეათანხმა კონტრაქტი „მილანთან“. „როსონერი“ პოლონელთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და კვირაში 35 ათას ევროს გადაუხდის. თუმცა, „მილანს“ ჯერ არ დაუდია გარიგება „ჯენოასთან“.