ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 16 იანვრის მიმოხილვა
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 16 იანვრის მიმოხილვა

შემდგარი ტრანსფერები
* „სევილიამ“ „აიაქსის“ ავსტრიელი ცენტრალური მცველის, მაქსიმილიან ვებერის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. იჯარა ზაფხულამდეა ძალაში, რის შემდეგაც, ესპანელები 10.5 მილიონ ევროს გადაიხდიან.
* „სევილიამ“ კიდევ ერთი ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა – 15 მილიონ ევროდ „ზალცბურგიდან“ მოანეს დაბური გადმოიყვანა. მანამდე ეს მოთამაშე „ლივერპულს“ აინტერესებდა, მაგრამ მისი ტრანსფერი მოჰამედ სალაჰმა დაბლოკა – ეგვიპტელმა თანაგუნდელად,  ისრაელიდან ფეხბურთელი არ ისურვა.
* „ფიორენტინამ“ „ემპოლიდან“ ჰამედ ტრაორე გაიფორმა. 18 წლის ფეხბურთელს სერია A-ს 16 მატჩში ერთი პასი აქვს. ფლორენციელებმა მასში 12 მილიონი ევრო გადაიხადეს და სეზონის ბოლომდე „ემპოლიში“ დატოვეს.

ჭორები
* „პარი სენ-ჟერმენს“ ეჭვი არ ეპარება, რომ ფრენკი დე იონგი სეზონის დასრულების შემდეგ პარიზში გადავა. ფრანგები 21 წლის ჰოლანდიელს. პირველ გუნდში სერიოზულ როლს დაპირდნენ. „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ ასეთ გარანტიებს ვერ იძლევიან.
* დავიდ ლუიშმა, შესაძლოა, „ჩელსი“ დატოვოს. ბრაზილიელმა უარი თქვა ლონდონურ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. პრეტენდენტებში ასევე „მონაკო“ და „ბენფიკა“ არიან.
* „არსენალ“” ნახევარი წლით „ბაიერნის“ ნახევარმცველის, ხამეს როდრიგესის აყვანა სურს. ლონდონელებს ეს იჯარა 3.3 მილიონი ევრო დაუჯდებათ. კოლუმბიელს მიუნხენში კარლო ანჩელოტი იწვევდა, ნიკო კოვაჩი კი ხამესზე დიდად აქცენტს არ აკეთებს. ასე რომ, „არსენალის“ ვარიანტი სავსებით რეალურია.
* „ჩელსიში“ დარწმუნებულნი არიან, რომ გონსალო იგუაინის ტრანსფერს ამ კვირას განახორციელებენ.
* „არსენალს“ ძალიან მოსწონს იანიკ ფერეირა-კარასკო. მაგრამ ლონდონელები ვერ შეიძენენ ძვირადღირებულ ბელგიელს იქამდე, სანამ მესუთ იოზილს არ გაყიდიან. გერმანელის გასხვისებას კი მაღალი ხელფასი – კვირაში 392 ათასი ევრო ართულებს.
* Marca-მ შეკრიბა „ბარსელონას“ ყველა სატრანსფერო ვარიანტი: სტუანი, ჟირუ, მორატა, ლორენტე და იგალო.
* „მანჩესტერ სიტის“ „რეალიდან“ ისკოს გადაბირება გეგმაში არ აქვს.
* „რეალი“ არ აპირებს მარიანო დიასთან გამოთხოვებას. ფორვარდის გადაბირება სურს „ვალენსიას“, მაგრამ მადრიდში კატეგორიული უარი თქვეს.
* როგორც ჩანს, ჟორდი ალბამ ბოლო მოუღო ყველანაირ ჭორს მისი „იუვენტუსში“ სავარაუდო გადასვლასთან დაკავშირებით. „ბარსელონა“ – ჩემი ცხოვრების გუნდია. აქ მინდა კარიერის დასრულება“, – მოჰყავს მისი სიტყვები Mundo Deportivo-ს. ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბარსელონასა“ და ალბას, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდათ.
* ადრიენ რაბიოს „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენის შანსი გაუჩნდა. თომას ტუხელი მას ძირითად შემადგენლობაში დააბრუნებს, თუ ფეხბურთელი ზამთარში „ბარსელონაში“ წასვლას გადაიფიქრებს.
* მესუთ იოზილით, მოულოდნელად, „ატლეტიკო“ დაინტერესდა. მადრიდელები მზად არიან “„არსენალს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადონ.
* „მილანი“ უფრო ახლოს არის კშიშტოფ პიონტეკის შეძენასთან, ვიდრე მადრიდის „რეალი“.
* უახლოეს პერიოდში მარიო ბალოტელი დატოვებს „ნიცას“ და კონტრაქტს „მარსელთან“. იტალიელი წელიწადში ორ მილიონ ევროს მიიღებს.