შემდგარი ტრანსფერები
* “მონაკოს” ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანს “ჩელსის” ფორვარდს მიში ბატშუაის. ბელგიელს არაფერი გამოუვიდა “ვალენსიაში” (ერთი გოლი 15 მატჩში) და მასთან იჯარა შეწყვიტეს.
* “ბოკა ხუნიორსის” ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბალერდიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა “დორტმუნდში” და კონტრაქტი გააფორმა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონი ევროა.
* მეორე ბუნდესლიგის ლიდერმა “კიოლნმა” სეზონის ბოლომდე გაიფორმა “შალკეს” ნახევარმცველი იოჰანეს გაისი.
ჭორები
* გონსალო იგუაინმა ოფიციალური თხოვნით მიმართა “მილანს” “ჩელსიში” ტრანსფერზე. სავარაუდოდ, ლონდონელები არგენტინელს წელიწადნახევრიანი იჯარით აიყვანენ.
* “იუვენტუსმა” თითქმის გაიფორმა “არსენალის” ვარსკვლავი აარონ რემზი. უელსელმა გაიარა სამედიცინო შემოწმება ლონდონის კერძო კლინიკაში.
* “პარი სენ-ჟერმენი” მზად არის 75 მილიონი ევრო გადაიხადოს ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ. თუმცა, “აიაქსის” ჰოლანდიელისთვის ბრძოლას “ბარსელონაც” აგრძელებს.
* “მანჩესტერ იუნაიტედმა”, შესაძლოა, მთავარ მწვრთნელად მიიწვიოს დიეგო სიმეონე. არგენტინელს “ატლეტიკოსთან” 2020 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ შეიძლება გაწყვიტოს ხელშეკრულება სარფიანი წინადადების შემთხვევაში.
* “ჩელსიმ” არ მიიღო “ბაიერნის” წინადადება კალუმ ჰადსონ-ოდოის თაობაზე. გერმანული კლუბი მზად იყო 40 მილიონი ევროს გადასახდელად და მე-10 ნომრის შესათავაზებლად.
* ბრაზილიელი განსო შეიძლება სამშობლოში დაბრუნდეს. “სევილიადან” მისი იჯარით აყვანა სურს “ფლუმინენსეს”.
* “ოლიმპიაკოსიდან” წამოსვლის შემდეგ, იაია ტურე ვერაფრით ახერხებს ახალი კლუბის პოვნას. კოტდივუარელი “სელტიკს” აინტერსებს, რომელშიც მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს იაიას ძმა კოლო ტურე.
* “ბარსელონა” ამ კვირას გაიფორმებს ადრიენ რაბიოს. თუმცა, ფრანგი სეზონის ბოლომდე დარჩება პსჟ-ში და “კამპ ნოუზე” ზაფხულში გადავა.
* “რეალი” დაუკავშირდა “ჯენოას” კშიშტოფ პიონტეკის თაობაზე. მადრიდელებს ბენზემა დაუზიანდათ და ფორვარდი სჭირდებათ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას. გარიგების თანხაა – 50-60 მილიონი ევრო.
* “ეინდჰოვენმა” დაადასტურა, რომ მექსიკელი ირვინგ ლოსანო ამ ზამთარს არ დატოვებს კლუბს.
* “რომამ” შეიძლება შეიძინოს “ტორინოს” ვარსკვლავი ანდრეა ბელოტი. რომაელები მზად არიან იტალიელ ფორვარდში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.