ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 13 იანვრის მიმოხილვა
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 13 იანვრის მიმოხილვა

შემდგარი ტრანსფერები
* ვეტერანმა პოლონელმა ფორვარდმა, იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ ბუნდესლიგაში მრავალი წელი გაატარა და ახლა, სამშობლოში თამაში მოუწევს. ფეხბურთელმა გაწყვიტა კონტრაქტი „ვოლფსბურგთან“, რომელშიც ბოლო ორი წელი თამაშობდა და მშობლიურ „ვისლაში“ დაბრუნდა. ბლაშჩიკოვსკი ფინანსურ კრიზისში მყოფ გუნდში 300 ათას ევროს ჩადებს და მის რიგებში უფასოდ ითამაშებს.

ჭორები
* ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ალვარო მორატას ევროპის ბევრი ტოპ-კლუბი ეპატიჟებოდა და ამ სიას კიდევ ერთი დაემატა. ესპანელის იჯარით აყვანა, მიუნხენის „ბაიერნს“ სურს.
* „მონაკო“ სეზონის მეორე ნახევრისთვის, შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს . სესკ ფაბრეგასის შეძენის შემდეგ, ტიერი ანრის გუნდს „ჩელსის“ ფორვარდის, მიში ბატშუაის აყვანა სურს, – ამტკიცებს ESPN.
* Mundo Deportivo-მ მოულოდნელად დაწერა, რომ „ტოტენჰემის“ სათადარიგო ფორვარდი, ფერნანდო ლორენტე, შესაძლოა, „ბარსელონაში“ აღმოჩნდეს.
* იაპონელ ვეტერანს შინჯი კაგავას, პრაქტიკულად არ უწევს „დორტმუნდში“ თამაში. ამიტომაც, ბუნდესლიგის ლიდერი მზად არის ფეხბურთელი „ბორდოში“ გაუშვას.