ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 11 იანვრის მიმოხილვა
ზამთრის სატრანსფერო ბაზარი - 11 იანვრის მიმოხილვა

შემდგარი ტრანსფერები

* დღის მთავარი ტრანსფერი „მონაკომ“ განახორციელა. მან დაახლოებით 12 მილიონ ევროდ „ჩელსიდან“ სესკ ფაბრეგასი შეიძინა და მასთან ორწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. 31 წლის ესპანელი ბონუსის სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.
* 22 წლის იტალიელი ფორვარდი, მანოლო გაბიადინი „საუთჰემპტონიდან“ „სამპდორიაში“ გადავიდა. კონტრაქტის ვადაზე და ტრანსფერის ღირებულებაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
* ფორვარდი გაბიგოლი, რომელიც „ინტერის“ საკუთრებაა, მორიგი იჯარის მიხედვით, სათამაშოდ „ფლამენგოში“ გადადის. 22 წლის ბრაზილიელი სამშობლოში, როგორც მინიმუმ, ამ სეზონის ბოლომდე დარჩება.

ჭორები

* The Telegraph-მა დაწერა, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ვილიანი, შესაძლოა, „ჩელსიდან“ „ბარსელონაში“ გადავიდეს. მის სანაცვლოდ, „ბარსა“ ინგლისურ კლუბს მალკომსა და 12 მილიონ ევროს სთავაზობს.
* რამდენიმე დღის წინ, მუნირ ელ-ჰადადიმ გადაწყვიტა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი აღარ გააგრძელოს და ახალი კლუბი ეძებოს. ამის შემდეგ, „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებები „სევილიამ“ დაიწყო და მუნირის ამ გუნდში გადასვლა, უკვე თითქმის გადაწყვეტილია.
* გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, 19 წლის მცველი, ლეონარდო ბალერდი „ბოკა ხუნიორსიდან“ „დორტმუნდში“ მიემგზავრება. გერმანული კლუბი მასში 16 მილიონ ევროს იხდის. კლუბებს შორის მოლაპარაკებები დასრულებულია. კონტრაქტი ახალგაზრდა ამერიკელთან ხუთწლიანი იქნება.
* ცნობილია, რომ „ვალენსია“ ბელგიელი მიში ბატშუაის იჯარის გაწყვეტას აპირებს. „ჩელსის“ საკუთრებაში მყოფი ფორვარდის აყვანა ბევრს კლუბს სურს – „ვესტ ჰემს“,„კრისტალ პალასს“, „ფულჰემს“, „მონაკოს“…
* დავიდ ლუიშს ნახევარი წლის შემდეგ „ჩელსისთან“ კონტრაქტი უმთავრდება და მის გაგრძელებას არ აპირებს. კარიერის გაგრძელების ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტია – ბრაზილიაში დაბრუნება, სადაც ვეტერან მცველს ლუიშ ფელიპე სკოლარის „პალმეირასი“ ელოდება.