შემდგარი ტრანსფერები
* „ლესტერის“ ფორვარდი ფუსენი დიაბატე იჯარით თურქეთის „შივასსფორში“ გადავიდა. „მელიების“ რიგებში ჩატარებულ 19 მატჩში მან მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.
* მეკარე ჟოელ პერეირა დაბრუნდა „ვიტორიადან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“. სეტუბალურმა კლუბმა დაადასტურა, რომ მანჩესტერელებმა ნაადრევად შეწყვიტეს პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარის იჯარა.
* ჰოლანდიელი მარჯვენა მცველი მარვინ ზეგელარი „უოტფორდიდან“ „უდინეზეში“ გადავიდა. იჯარა სეზონის ბოლომდეა ძალაში.
* ფორვარდი ჯერომ სინკლერი დაბრუნდა „სანდერლენდიდან“ „უოტფორდში“.
* უკრაინელი ფორვარდი ევგენი სელეზნიოვი „მალაგაში“ გადავიდა. ის სეზონის ბოლომდე ითამაშებს სეგუნდაში.
* იბაი გომესი დაბრუნდა „ბილბაოში“. ბასკურმა კლუბმა დაადასტურა უკუტრანსფერი „ალავესიდან“. გომესმა 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
ჭორები
* ფრენკი დე იონგი დათანხმდა „ბარსელონაში“ გადასვლას. „მუნდო დეპორტივო“ იტყობინება, რომ ჰოლანდიელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, „აიაქსი“ კი მიიღებს 75 მილიონ ევროს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გადაბარგდება „კამპ ნოუზე“ – ზამთარში თუ ზაფხულში.
* ჩინურმა „დაფან ილიანმა“ ედინსონ კავანის შეძენაზე შეტყობინება გაუგზავნა „პარი სენ-ჟერმენს“, თუმცა, თავად ურუგვაელმა უარყო აზიელების წინადადება. ამის შესახებ დაწერა „ლე10სპორტმა“.
* ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა ტურინის „იუვენტუსთან“, – წერს გაზეთი „გარდიანი“. 28 წლის რემზი წელიწადში რვა მილიონ ევროს მიიღებს. შესაბამისად, ის გახდება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.
* მუნდო დეპორტივომ ჩამოთვალა ყველა ფორვარდი, რომლებსაც „ბარსელონა“ აკვირდება. 32 წლის ლუის სუარესის შესაცვლელად, კატალონელებს სურთ ჰარი კეინი „ტოტენჰემიდან“, ტიმო ვერნერი „ლაიპციგიდან“, ლუკა იოვიჩი „აინტრახტიდან“, მაქსი გომესი „სელტადან“, კასპერ დოლბერგი „აიაქსიდან“ ან კშიშტოფ პიონტეკი „ჯენოადან“.
* მაურო იკარდი „რეალში“ გადავა. როცა ვანდა ნარა ლაპარაკობდა იმაზე, რომ „ინტერთან“ კონტრაქტი აღარ გაგრძელდება, ფლორენტინო პერესი უკვე ახლოს იყო არგენტინელის გაფორმებასთან. იკარდი ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მადრიდში 12-15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს სეზონში. ამის შესახებ დაწერა „დონ ბალონმა“.
* „ლონდონ ივნინგ სტანდარდი“ წერს, რომ „ბარსელონამ“ შეიძლება გაყიდოს ფილიპე კოუტინიო, რათა დააგროვოს თანხა ნეიმარის „პარი სენ-ჟერმენიდან“ დასაბრუნებლად.
* „მატინო“ ამტკიცებს, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ სულ მალე გადაუხდის “ნაპოლის” 90 მილიონ ევროს ნახევარმცველ ალანის სანაცვლოდ.
* ანდალუსიურმა გამოცემა „ესტადიო დეპორტივომ“ დაწერა, რომ „არსენალმა“ სარფიანი წინადადებით მიმართა „სევილიას“ ევერ ბანეგას ტრანსფერზე. 30 წლის ნახევარმცველი ლონდონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს წელიწადში.
* „სპაციო მილანის“ მტკიცებით, „მილანი“ არ გაუშვებს ამ ზამთარს გონსალო იგუაინს.
* ჟოზე მოურინიომ „ჟოგუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ მიუღია შეთავაზება „ბენფიკასგან“ და საერთოდ არ სურს პორტუგალიურ ლიგაში მუშაობა.
* სომხურმა პრესამ დაწერა, რომ „ზენიტია“ დაინტერესებული „არსენალის“ ნახევარმცველით ჰენრიხ მხითარიანით.
* რობერტ ლევანდოვსკის ყოფილმა აგენტმა ცეზარ კუხარსკიმ თქვა, რომ პოლონელმა უარყო „პარი სენ-ჟერმენისა“ და პრემიერლიგის ტოპ-კლუბების წინადადებები, რადგან ფეხბურთელის მეუღლეს არ სურს საფრანგეთში ან ინგლისში გადასვლა. “არის ერთი ცხადი ვარიანტი – ესპანეთი და მადრიდის “რეალი”, – თქვა კუხარსკიმ „პილკა ნოზნასთან“ კომენტარში.
* „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს გაუგრძელოს კონტრაქტები ანდერ ერერას, ხუან მატასა და ეშლი იანგს.