ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტსმენების რეკორდული რაოდენობით #1TVSPORT 
ზამთრის ოლიმპიადაზე სპორტსმენების რეკორდული რაოდენობით #1TVSPORT 

4-20 თებერვალს პეკინში ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები გაიმართება. საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში დღეს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ჩატარდა, სადაც საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცეს.

ოლიმპიურ თამაშებზე წელს საქართველოს სახელით სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) 9 სპორტსმენი წარდგება. აღსანიშნავია რომ აქამდე ამ რაოდენობის სპორტსმენი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს არ ჰყოლია. წელს ქართველი მოციგურავეები, ისტორიაში პირველად გუნდური ოლიმპიური მედლებისთვისაც იბრძოლებენ.

12 წლის შემდეგ კი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კვლავ გაჟღერდება ქუმარიტაშვილის გვარი. 21 წლის მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი ასპარეზობაში 5 თებერვალს ჩაერთვება.

პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძრვანელებს. საქართველოს ნაკრების მედროშეები ნინო წიკლაური და მორის ყვითელაშვილი იქნებიან.

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი სპორტსმენები:

მორის ყვითელაშვილი – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (კაცები)

ანასტასია გუბანოვა – ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი (ქალები)

მარია კაზაკოვა/გიორგი რევია – ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა (სერეული წყვილები)

კარინა საფინა/ლუკა ბერულავა – ფიგურული ციგურაობა, სპორტული სრიალი (შერეული წყვილები)

ნინო წიკლაური – სამთო თხილამურობა

სოსო ჯაფარიძე – სამთო თხილამურობა

საბა ქუმარიტაშილი – მოციგავე

ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას გულშემატკვარი ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხის ეთერში იხილავს.