ზამთრის ოლიმპიადა | როგორი იქნება პეკინი 2022-ის ოლიმპიური სოფელი #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიადა | როგორი იქნება პეკინი 2022-ის ოლიმპიური სოფელი #1TVSPORT

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს პეკინი უმასპინძლებს. ოლიმპიური სოფლები, რომლებიც სამ კლასტერშია განთავსებული, მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიური და მყუდრო იქნება.

მაგალითისთვის, იანცინში არსებულ კამპუსში ძალზე დაბალი ენერგომოხმარების ტექნოლოგიაა დანერგილი, რაც შენობაში 20-დან 26 გრადუსამდე ტემპერატურის დაჭერის ხარჯზე კომფორტულ პირობებს ქმნის. სოფლის მშენებლობისას გათვალისწინებული იყო ეკოლოგიური სტანდარტები, ბუნებას კი მინიმალური ზიანი მიადგა.

სოფლის საერთო ზონაში სამი დიდი ეკრანია, სადაც სპორტსმენებს ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ, მათ შორის, გარემოზე, უსაფრთხოებაზე და მომსახურებაზე.

პეკინი-2022-ის ორგანიზატორები ოთახის ავეჯის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელზესაწოლზეც ამახვილებენ ყურადღებას. ისინი არა მარტო მოხერხებული და მყარია, არამედ გარდაქმნის უნარიც აქვს. დისტანციური მართვის პულტის დახმარებით შესაძლებელი იქნება საწოლის სურვილისამებრ დარეგულირება: დასასვენებლად, კითხვისთვის ან ნოუთბუკზე სამუშაოდ.

ჩინელები 2008 წლის ზაფხულის თამაშებიდან დარჩენილ ოლიმპიურ მემკვიდრეობას გამოიყენებენ, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები.

geonoc.org.ge