ზამბიის ნაკრების თავდამსხმელის წარმატებული დებიუტი - „გაგრამ“ ამხანაგურ მატჩში ლიგა 2-ის ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT
ზამბიის ნაკრების თავდამსხმელის წარმატებული დებიუტი - „გაგრამ“ ამხანაგურ მატჩში ლიგა 2-ის ლიდერი დაამარცხა #1TVSPORT

„გაგრამ“ მოსამზადებელი ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერთან, საგარეჯოს „გარეჯთან“ გამართა და 3:2 დაამარცხა.

ორივე გუნდი თამაშს განახლებული შემადგენლობით შეხვდა. „გარეჯი“ რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა მწვრთნელმა, დენის ხომუტოვმა ჩაიბარა, რომლიც 2018 წელს „გაგრას“ ხელმძღვანელობდა და გუნდი საქართველოს თასის ფინალში გაიყვანა, სადაც მაშინდელ მოქმედ ჩემპიონთან, ქუთაისის „ტორპედოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.

ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერის წინააღმდეგ „გაგრის“ მთავარმა მწვრთნელმა, გაგა კირკიტაძემ საქმეში ნახა ჯასტინ შონგა, რომელიც ზამბიის ნაკრების ყველა დროის მეგოლეთა საუკეთესო ათეულშია.

26 წლის აფრიკელი თავდამსხმელის არაოფიციალური დებიუტი წარმატებული გამოდგა – შონგამგარეჯთან“ დუბლი შეასრულა. გუნდში ეიმედებათ, რომ საშემოდგომო ეტაპზე ლეგიონერი გუნდს მიზნის შესრულებაში დაეხმარება.

„გაგრას“ მესამე გოლიც ლეგიონერმა, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, მატეუშ მარკონდელემ გაიტანა, ხოლო საგარეჯოელებიდან თავი ლაშა უგრეხელიძემ და გიორგი ხარებაშვილმა გამოიჩინეს.