ზაგრების საერთაშორისო ტურნირზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ხვალ სტარტს აიღებს საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში. შეჯიბრება 24-26 სექტემბერს გაიმართება და ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პირველი ოფიციალური ტურნირი იქნება.
ზაგრების გრან პრიზე საქართველოს ნაკრების სახელით ოთხი სპორტსმენი იასპარეზებს.სულ კი შეჯიბრზე 35 ქვეყნის 246 ძიუდოისტი გამოვა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
73 კგ – ჯუმბერ მელაძე
81 კგ – ტატო გრიგალაშვილი; ზაურ დვალიშვილი
90 კგ – ლუკა მაისურაძე
ტატო გრიგალაშვილი 81 კგ წონით კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერია და მისგან ზაგრების გრან პრიზე მხოლოდ ოქროს მედალს ველოდებით. ლუკა მაისურაძეც ნაკრების წევრია და ტურნირზე, რომელზეც მსოფლიოს ყველა ნაკრები შესუსტებული შემადგენლობით გამოდის, ლუკა უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. დანარჩენი ორი ძიუდოისტისთვის ზაგრების გრან პრი პირველი შეჯიბრი იქნება დიდებში, მელაძე 18 წლისაა, დვალაშვილი კი 19-ის.