ზაგრების „დინამოს“ ყოფილი ხელმძღვანელები დააპატიმრეს, ერთმა კი გაქცევა მოასწრო
ზაგრების „დინამოს“ ყოფილი ხელმძღვანელები დააპატიმრეს, ერთმა კი გაქცევა მოასწრო

ზაგრების „დინამოს“ ყოფილ ხელმძღვანელებს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ხორვატიის ყველაზე პოპულარული კლუბის თავკაცები სახსრების გაფლანგვასა და ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

გამოცემა Jutarnji.hr-ის ცნობით, გუნდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ზდრავკო მამიჩს თავისუფლება 6.5 წლით შეუზღუდეს. თუმცა, მან ვერდიქტის გამოტანის დროს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საზღვრები გადაკვეთა. მის ძმას, ზორან მამიჩს 4 წელი და 11 თვე მიესაჯა, “დინამოს” ყოფილ დირექტორს, დამირ ვერბანოვიჩს – 3 წელი, ხოლო ბუღალტერს, მილენ პერნარს – 4 წელი და 2 თვე.

ისინი ბრალდებულები არიან მრავალი მილიონის გაფლანგვაში. ასევე, გამოძიების მიხედვით, ისინი ჩართულები იყვნენ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელების, მადრიდის “რეალისა” ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩისა და “ლივერპულის” მცველის, დეიან ლოვრენის ტრანსფერებიდან თანხების თაღლითურ გადარიცხვებში.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე ცრუ ჩვენების გამო ლუკა მოდრიჩს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.