ზაგიტოვას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა - იაპონელმა კიჰირამ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა
ფიგურულ ციგურაობაში დაიწყო გრანპრის ფინალი, რომელსაც კანადის ქალაქი ვანკუვერი მასპინძლობს.
ტურნირი გაიხსნა მოკლე პროგრამით ქალებს შორის. როგორც ჩანს, რუს მოციგურავეებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ. ლიდერობა მოიპოვა იაპონელმა რიკა კიჰირამ, რომელმაც პირველი ადგილი მსოფლიოს რეკორდით დაიკავა – 82.51 ქულა დააგროვა.
მთავარი ფავორიტი, რუსი ოლიმპიური ჩემპიონი ალინა ზაგიტოვა მეორეზეა 77.93 ქულით. მესამეზე ასევე რუსი – ელიზავეტა ტუკტამიშევა (70.65).