ზაფხულში მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იქნება #1TVSPORT
ესპანური სპორტული გამოცემის, Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მთავარი სატრანსფერო სამიზნე მომავალ ზაფხულს ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი იქნება.
ინგლისელმა მარჯვენა მცველმა „ლივერპულთან“ ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ მიაღწია. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლის ივნისში იწურება.
თუ „ლივერპული“ დროულად არ დაიწყებს სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, 25 წლის მცველი ზაფხულში კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ინგლისურ კლუბსა და ალექსანდერ-არნოლდს შორის გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე „რეალს“ შესაძლებლობა ექნება, ფეხბურთელთან მოლაპარაკება იანვარში დაიწყოს. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, შესაძლოა, ინგლისელმა იმ დროისთვის წინასწარი ხელშეკრულება გააფორმოს.