ზაფხულში ჩაბი ალონსო „რეალს“ ჩაუდგება სათავეში #1TVSPORT
ზაფხულში ჩაბი ალონსო „რეალს“ ჩაუდგება სათავეში #1TVSPORT

„ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო, დიდი ალბათობით, კლუბს შეიცვლის.

როგორც გამოცემა Sport წერს, ესპანელი სპეციალისტი მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის აქვს მოქმედი კონტრაქტი, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ის დატოვებს კლუბს ამ სეზონის დასრულების შემდეგ.

„რეალის“ პრეზიდენტისთვის ფლორენტინო პერესისთვის ჩაბი ალონსო იდეალური კანდიდატურაა იმისთვის, რომ მან კლუბი ანჩელოტის შემდეგ ახალ წარმატებებამდე მიიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ 2:5 წაგების მიუხედავად, გამოცხადდა, რომ ანჩელოტის პოსტიდან არ დაითხოვენ და ის ამ სეზონის ბოლომდე იმუშავებს „რეალში“.