„ზაფხულის თასზე“ საქართველოს ბრაზილია, არგენტინა XV და რასინგ 92 ეწვევა
საქართველოს ბრაზილიის მორაგბეთა ნაკრები ესტუმრება. სამხრეთ ამერიკელები შეხვედრებს 28 ივლისსა და 3 აგვისტოს „2018 წლის ზაფხულის თასის“ ფარგლებში ითამაშებენ.
ტურნირიში ბრაზილიელთა გარდა „საქართველო XV“, „რასინგ 92“ და „არგენტინა XV“ მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრები თბილისში, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე“ გაიმართება. ბრაზილია ჯერ „ტოპ 14“-ში მოასპარეზე „რასინგ 92“-ს დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ კი საქართველოს „ა“ ნაკრებს.
ბრაზილიური რაგბი წლიდან წლამდე იზრდება. 2017 წელს მათ პორტუგალია დაამარცხეს, ხოლო 2018 წელს კი ბელგიელებთან იმარჯვეს.
რაც შეეხება საქართველოს „ა“ ნაკრებს, ეს ქართველი მორაგბეებისთვის შეგვიძლია 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპად განვიხილოთ. „საქართველო XV“ ბრაზილიასთან თამაშის შემდეგ არგენტინის „ა“ ნაკრებს დაუპირისპირდება. ქართველ მორაგბეებს ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე „რასინგ 92“-თან თამაში არ მოუწევთ, თუმცა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ბატონი გოჩა სვანიძეს თქმით, ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად გუნდები ერთობლივ ვარჯიშს გამართავენ.