ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ბაიერნმა“ ყველაზე მეტი დახარჯა #1TVSPORT
გერმანულმა გაზეთმა „ბილდმა“ გაარკვია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ტრანსფერებზე ყველაზე მეტი „ბაიერნმა“ დახარჯა. გერმანიის ჩემპიონმა ახალ მოთამაშეებში 120.5 მილიონი ევრო გადაიხადა.
„ბილდის“ ვერსიით სატრანსფერო კამპანიისას ყველაზე მხარჯველი გუნდების TOP10 ასე გამოიყურება:
- ბაიერნი – 120.5 მლნ (მატეის დე ლიგტი – 70, სადიო მანე – 32, რაიან გრავენბერხი – 18.5)
- მანჩესტერ სიტი – 108.75 (ერლინგ ჰალანდი – 60, კელვინ ფილიპსი – 48.75)
- ბარსელონა – 103 (რობერტ ლევანდოვსკი – 45, რაფინია – 58)
- არსენალი – 97.06 (გაბრიელ ჟესუსი – 52.2, ფაბიო ვიეირა – 35, მეტ ტერნერი – 6.36, მარკინიოს ოლივეირა – 3.5)
- ჩელსი – 94.2 (რაჰიმ სტერლინგი – 56.2, კალიდუ კულიბალი – 38)
- დორტმუნდი – 86 (სებასტიან ალერი – 31, ქარიმ ადეიემი – 30, ნიკო შლოტერბეკი – 20, სალიჰ ოზჩანი – 5)
- ლივერპული – 85.8 (დარვინ ნუნიესი – 75, ფაბიო კარვალიო – 5.9, კელვინ რემზი – 4.9)
- რეალი – 80 (ორელიენ ჩუამენი – 80)
- პარი სენ-ჟერმენი – 79.5 (ვიტინია – 41,5, ნუნუ მენდეში – 38)
10. მანჩესტერ იუნაიტედი – 72.37 (ლისანდრო მარტინესი – 57.37, ტირელ მალასია – 15)