ზაბიტცერი „ბაიერნის“ ფეხბურთელია #1TVSPORT
BUCHAREST, ROMANIA - JUNE 13: Marcel Sabitzer of Austria in action during the UEFA Euro 2020 Championship Group C match between Austria and North Macedonia at National Arena Bucharest on June 13, 2021 in Bucharest, Romania. (Photo by Justin Setterfield/Getty Images)
„ბაიერნმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაფორმება ავსტრიის ნაკრების ნახევარმცველთან მარსელ ზაბიტცერთან.
მიუნხენურმა კლუბმა 27 წლის ფეხბურთელი „ლაიპციგიდან“ შეიძინა. ტრანსფერის თანხა ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა. ზაბიტცერის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.
მხარეებმა 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმეს კონტრაქტი. ავსტრიელი ახალ კლუბში მე-18 ნომრით ითამაშებს.
გასულ სეზონში ზაბიტცერმა 39 მატჩი ჩაატარა „ლაიპციგის“ რიგებში, ცხრა გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.