ყველაზე საიმედო მეკარე კუპატაძეა - ორმა კიპერმა ასისტი შეასრულა #1TVSPORT
ყველაზე საიმედო მეკარე კუპატაძეა - ორმა კიპერმა ასისტი შეასრულა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში ყველაზე საიმედო მეკარე ლაზარე კუპატაძეა – ბათუმის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების მეკარემ ეროვნულ ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა და გუნდის კარი უგოლოდ 16-ჯერ შეინახა. საინტერესოა, რომ მან ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მეორე ადგილზე გორის „დილას“ 22 წლის კიპერი ლუკა გუგეშაშვილია, რომელმაც 35 მატჩში 14 მშრალი მატჩი ჩაატარა. მესამე პოზიციაზე კი „საბურთალოს“ კარის დარაჯი ოთო გოშაძეა – მან 30 მატჩიდან 12 უგოლოდ დაასრულა და კუპატაძის მსგავსად, 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მშრალი მატჩები – საუკეთესო ათეული

1. ლაზარე კუპატაძე, დინამო ბთ 16 მშრალი მატჩი

2. ლუკა გუგეშაშვილი, დილა 14

3. ოთო გოშაძე, საბურთალო 12

4. მაქსიმე ქვილითაია, სამგურალი 11

5. როინ კვასხვაძე, ტორპედო 9

6. ანდრეს პრიეტო, დინამო თბ 7

7. ლუკა სანიკიძე, თელავი 5

8. ლუკა შეროზია, შუქურა 5

9. გაბრიელ თებიძე, შუქურა 4

10. თორნიკე მეგრელიშვილი, საბურთალო 3

ლაზარე კუპატაძესთვის 2021 წელი წარმატებული გამოდგა. ის ბათუმის „დინამოს“ მთავარი მეკარე გახდა და საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, წლის ბოლოს კი გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა.