ყველაზე კარგად სტეფ კარის მაისურები იყიდება
ყველაზე კარგად სტეფ კარის მაისურები იყიდება

ზედიზედ მესამე წელია, “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტივენ კარი ვებგვერდ NBA Store-ზე ლიდერი ხდება მაისურების რეალიზაციის მაჩვენებლით. კარიმ უკან ჩამოიტოვა “კლივლენდის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი და თავისი თანაგუნდელი კევინ დურანტი.

სათამაშო მაისურების გაყიდვით ყველაზე პოპულარული მოთამაშეების საუკეთესო თხუთმეტეული ასე გამოიყურება:

1. სტივენ კარი (გ. სტეიტი)
2. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი)
3. კევინ დურანტი (გ. სტეიტი)
4. იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი)
5. კაირი ირვინგი (ბოსტონი)
6. რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა)
7. კრისტაპს პორზინგისი (ნიუ იორკი)
8. ჯოელ ემბიდი (ფილდელფია)
9. ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი)
10. ბენ სიმონსი (ფილდელფია)
11. კავაი ლენარდი (სან ანტონიო)
12. ლონზო ბოლი (ლეიკერსი)
13. დემიენ ლილარდი (პორტლენდი)
14. კლეი ტომპსონი (გ. სტეიტი)
15. ჯიმი ბატლერი (მინესოტა)

კლუბებს შორის ტოპ-სამეულში შედიან: “გოლდენ სტეიტი”, “კლივლენდი” და “ფილადელფია”. ამ უკანასკნელის ამგვარი პროგრესი ჯოელ ემბიდისა (მე-8 ადგილი) და ბენ სიმონსის (10) პოპულარობის დამსახურებაა.

კლუბების საუკეთესო ათეული:

1. გოლდენ სტეიტი
2. კლივლენდი
3. ფილადელფია
4. ლეიკერსი
5. ბოსტონი
6. მილუოკი
7. ოკლაჰომა
8. ნიუ იორკი
9. ჩიკაგო
10. ჰიუსტონი