ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კილიან მბაპეა, მესი და რონალდუ სამეულში ვერ მოხვდნენ
ავტორიტეტულმა საფეხბურთო სააგენტო CIES Football Observatory-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების გამოსავლენი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პირველი ადგილი დაიკავა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ. სააგენტოს შეფასებით, მისი ღირებულება შეადგენს 252 მილიონ ევროს. ლიდერთა სამეულში შევიდნენ მოჰამედ სალაჰი „ლივერპულიდან“ (219.6) და რაჰიმ სტერლინგი „მანჩესტერ სიტიდან“ (207.8).
მხოლოდ მეოთხე ადგილზეა „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი, რომლის ღირებულებად 167.4 მილიონი დაასახელეს. კიდევ უფრო ქვემოთაა (მე-20 ადგილი) „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ 118.1 მილიონით.
მეკარეებს შორის ლიდერია „ლივერპულის“ კარის დარაჯი ალისონი (107.5), თუმცა ის ტოპ-ათეულში ვერ მოხვდა:
1. კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ) – 252,0 მლნ
2. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, ლივერპული) – 219,6
3. რაჰიმ სტერლინგი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი) – 207,8
4. ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა) – 167,4
5. ჯეიდონ სანჩო (ინგლისი, დორტმუნდი) – 159,4
6. სადიო მანე (სენეგალი, ლივერპული) – 157,8
7. ჰარი კეინი (ინგლისი, ტოტენჰემი) – 155,2
8. რობერტო ფირმინო (ბრაზილია, ლივერპული) – 144,2
9. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი, ატლეტიკო) – 143,8
10. ლეროი სანე (გერმანია, მანჩესტერ სიტი) – 137,1