ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელები - ვეტერანებიდან ხუთეულში მხოლოდ კალაძე მოხვდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი „ტრანსფერმარკტმა“ 35 მილიონ ევრომდე გაზარდა, რაც გერმანული სამენეჯერო სააგენტოსგან ქართველი ფეხბურთელებისთვის დაწერილი საუკეთესო შეფასებაა.
„ტრანსფერმარკტმა“ მოთამაშეთა პირობითი სატრანსფერო ფასების გამოქვეყნება 21-ე საუკუნის დასაწყისიდან, 2000 წლიდან დაიწყო, ბოლო 20 წელიწადში სატრანსფერო ფასებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამის გამო, ქართული ფეხბურთის ბევრი გამორჩეული მოთამაშე დაიჩაგრა, რადგან დიდი შეფასებები არ აქვთ.
მაგალითად, „მილანში“ კიევის „დინამოდან“ 16 მილიონ ევროდ გადასულ კახა კალაძეს გრაფაში 8,5 მილიონი ევროა, გიორგი ქინქლაძის – 3,5 მილიონი, ლევან კობიაშვილის – 7,50, შოთა არველაძის – 6,00 და ამ დიდებული ოთხეულიდან ტოპ-5 ძვირადღირებულ ქართველ ფეხბურთელებში სამი ვერ მოხვდა.
საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა ხუთეული (უმაღლესი საბაზრო ღირებულების დროს)
ხვიჩა კვარაცხელია 35,00 (მილიონი ევრო)
გიორგი მამარდაშვილი 20,00
საბა კვირკველია, 10,00 (2019 წლის 19 ივნისი)
გიორგი ჩაკვეტაძე, 9,00 (2018-2019 წლები)
კახა კალაძე, 8,50 (2008 წლის 15 თებერვალი)