ყველაზე ცუდი თამაში მიმდინარე სეზონში - მესიმ „კადისთან“ მატჩში ბურთი 29-ჯერ დაკარგა
ყველაზე ცუდი თამაში მიმდინარე სეზონში - მესიმ „კადისთან“ მატჩში ბურთი 29-ჯერ დაკარგა

„ბარსელონას“ ლეგენდარულმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ მიმდინარე სეზონში ყველზე ცუდი თამაში „კადისთან“ ჩატარებულ მატჩში აჩვენა.

კატალონიური გრანდი ესპანეთის ჩემპიონატის მეათე ტურში „კადისს“ სტუმრობდა და სენსაციური მარცხი იწვნია – 1:2.

პრესტიჟული სპორტული გამოცემის,  Mundo Deportivo -ს მიმომხილველებმა დათვალეს და აღმოაჩინეს რომ „ბარსელონას“ არგენტინელმა სუპერვერსკვლავმა ამ შეხვედრაში ბურთი 29-ჯერ დაკარგა, რაც მიმდინარე სეზონში მესის ყველაზე ცუდად ჩატარებული მატჩის ტოლფასია.

აგრეთვე აღნიშნავენ, რომ 2020/21 წლების სეზონში, როგორც წესი, მესი „ბარსელონას“ სხვა ფებურთელებთან შედარებით ბურთს ყველაზე ხშირად კარგავს.

„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.