ყველაზე ასაკოვან მოქმედ ფეხბურთელს 52 წელი შეუსრულდა
26 თებერვალს, 52 წელი შეუსრულდა ლეგენდარულ იაპონელ ფორვარდს კაძუეში მიურას. ის არის მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მოქმედი ფეხბურთელი. მიურამ იანვარში ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი იაპონიის მეორე დივიზიონის კლუბ იოკოჰამასთან.
2019 წლის სეზონი 34-ე იქნება მის პროფესიულ კარიერაში. 2018 წელს, მან იოკოჰამას რიგებში ცხრა მატჩი ჩაატარა.
თავისი კარიერის განმავლობაში, ფორვარდმა რამდენიმე იაპონურ და ბრაზილიურ გუნდში ითამაშა, ასევე გამოდიოდა ხორვატიის კროაციაში, ავსტრალიის სიდნეიში, ხოლო 1994-95 წლების სეზონში ჯენოაში ირიცხებოდა.
იაპონიის ნაკრებში მიურას 89 მატჩი და 55 გოლი დაუგროვდა. 1992 წელს მოგებული აქვს აზიის თასი. იმ ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.