ყველას ესმის, რომ რუსეთის ნაკრებში არ ითამაშებს - მელქაძის სურვილს, ითამაშოს საქართველოსთვის, ვეტერანი ფეხბურთელი გამოეხმაურა #1TVSPORT
ყველას ესმის, რომ რუსეთის ნაკრებში არ ითამაშებს - მელქაძის სურვილს, ითამაშოს საქართველოსთვის, ვეტერანი ფეხბურთელი გამოეხმაურა #1TVSPORT

ვეტერანმა ფეხბურთელმა ევგენი ლოვჩოვმა კომენტარი გააკეთა „სოჭის“ მოთამაშის, გიორგი მელქაძის განცხადებაზე, რომელმაც საფეხბურთო მოქალაქეობის შეცვლისა და საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი დააფიქსირა.

„სავსებით ნორმალურია, რომ მელქაძეს შეუძლია შეიცვალოს სპორტული მოქალაქეობა და ქართული პასპორტი მიიღოს, ნაკრებში რომ ითამაშოს. ახლა ისეთი ვითარებაა, რომ რუსეთის ნაკრებში ის ვერ ითამაშებს – ეს ყველას ესმის. თუ არის მოქალაქეობის შეცვლა და სხვა გუნდში თამაშის შანსი, მაშინ ამაში განსაკუთრებული არაფერია“, – თქვა ლოვჩევმა გამოცემა „ჩემპიონატის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში.

25 წლის ფეხბურთელი რუსეთშია გაზრდილია და ყველა ასაკობრივ ნაკრებში ამ ქვეყანას წარმოადგენდა. 19-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელთან, ნიკა ყიფიანთან ერთად.

თუმცა, მელქაძეს ჯერ არ უთამაშია რუსეთის ნაკრებში, მაგრამ განაცხადა, რომ ფორმის პიკშია და საერთაშორისო სანაკრებო დონეზე თამაში სურს. ომამდე კი ფეხბურთელი საქართველოს სახელით თამაშის სურვილს გამორიცხავდა.